საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გაცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას დასავლური ინეტეგრაციის რეალური ნება გააჩნია, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყვიტოს - Palitra News

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გაცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას დასავლური ინეტეგრაციის რეალური ნება გააჩნია, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყვიტოს

2026-05-21 09:54:51+04:00

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გაცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას დასავლური ინეტეგრაციის რეალური ნება გააჩნია, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყვიტოს. სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია რომ ხელისუფლების ბოლო დროინდელი განცხადებები რუსული მხარის პირდაპირი დაკვეთაა. ზურაბიშვილის შეხედულებას იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები და ანალიტიკოსები აცხადებენ რომ ევროკავშირის წინააღმდეგ მცდარი შეხედულებების გავრცელება ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას ძირს უთხრის. რაც შეეხება მმართველ გუნდს - „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ რომ ევროპა იმ ფასეულობებს სულ უფრო მეტად შორდება, რომელზეც ევროპული გაერთიანება ათწლეულების განმავლობაში იდგა. მათივე თქმით, ნათლად ჩანს ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი, რაც მათ შორის დანიაში დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლის იგნონირებაში გამოიხატება.