კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს - Palitra News

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

2026-05-21 09:58:09+04:00

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს. მაიამის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 94 წლის რაულ კასტროს ბრალი ედება აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში, მკვლელობის ოთხ ეპიზოდსა და თვითმფრინავების ჩამოგდების ორ ფაქტში. საქმეში კიდევ ხუთი პირი ფიგურირებს. საქმე 1996 წლის ინციდენტს უკავშირდება, როდესაც კუბის სამხედრო ავიაციამ ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი, რომლებსაც მაიამიში დაფუძნებული კუბელი ემიგრანტების ჯგუფი მართავდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში რაულ კასტროს, შესაძლოა, უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც ემუქრებოდეს. აღნიშნულს გამოეხმაურა, მოქმედი კუბას პეზიდენტი, რომელმაც განმარტა, რომ რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკური მანევრი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.