საჯარო მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი დღეს 14:00 საათზე გამოცხადდება. ამავე სხდომაზე ცნობილი გახდება მიესაჯება თუ არა პატიმრობა გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ყოფილ გენერალური პროკურორ, მურთაზ ზოდელავას. განაჩენს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე გამოაცხადებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ორივე ბრალდებული ციხეში ხელსუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ზის. მათივე თქმით, არ შეიძლება ადამიანს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით ედავებოდე, მაშინ როდესაც პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სალომე ჯაფარიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.