ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა - Palitra News

ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა

2026-05-21 13:16:30+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა. პავილიონში წარმოდგენილი იყო რამდენიმე კომპანიიის სტენდები. მათ გამოფენის სტუმრებს ქართული წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის: ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი. საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 19-20 მაისს ჩატარდა, კერძო ეტიკეტები ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიებაა. გამოფენა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია და სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.