პეტრ პაველი - ევროპაში მშვიდობა თავისთავად ცხად მოცემულობად ვეღარ ჩაითვლება - ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავს დაეყრდნოს - Palitra News

პეტრ პაველი - ევროპაში მშვიდობა თავისთავად ცხად მოცემულობად ვეღარ ჩაითვლება - ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავს დაეყრდნოს

2026-05-21 13:22:35+04:00

ევროპაში მშვიდობა თავისთავად ცხად მოცემულობად ვეღარ ჩაითვლება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა პრაღაში GLOBSEC-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პეტრ პაველის განცხადებით, ევროპაში მშვიდობის „დაცვა და შენარჩუნებაა“ აუცილებელი.

„ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავს დაეყრდნოს. ისტორია არ დაელოდება იმ მომენტს, როდესაც ევროპა მზად იქნება. ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველმა უკრაინის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაში ჩადებულ პირდაპირ ინვესტიციას ნიშნავს.

„თუ უკრაინას აიძულებენ, რომ ცუდ მშვიდობას დათანხმდეს, მაშინ ჩვენ ამის შედეგებთან ერთად ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში მოგვიწევს“, - აღნიშნა პაველმა.