ბიზნეს კლიმატი გაუარესდა. საუბარია 2026 წლის პირველ კვარტალზე, 2025 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, რა დროსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ბიზნეს კლიმატი 2.5 ქულით გაუარესდა. კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში გამოკითხული კომპანიების, მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 4.2 ქულით, ხოლო მათ მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 1.1 ქულით გაუარესდა. კვლევიდან ასევე ვიგებთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა მრეწველობისა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის I კვარტალში, 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესებულია მრეწველობის სექტორში 27 ქულით, ხოლო მაჩვენებელი გაუარესდა მშენებლობის სექტორში 11.4 ქულით, მომსახურების სექტორში - 5.8 ქულით და ვაჭრობის სექტორში - 4.2 ქულით. რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, შეფასება გაუმჯობესდა მრეწველობის სექტორში 4.2 ქულით და მომსახურების სექტორში მცირედით - 0.2 ქულით, ხოლო გაუარესდა მშენებლობის სექტორში 37.1 ქულით და ვაჭრობის სექტორში - 1.6 ქულით“. ამასთან, 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - მშენებლობის სექტორში. გარდა ამისა, ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - ასევე მშენებლობის სექტორში.