კომერციული ბანკების ანგარიშზე 1 მლრდ ლარზე მეტი დასაკუთრებული ქონებაა - Palitra News

კომერციული ბანკების ანგარიშზე 1 მლრდ ლარზე მეტი დასაკუთრებული ქონებაა

2026-05-21 13:49:32+04:00

კომერციული ბანკების ანგარიშზე 1 მლრდ ლარზე მეტი დასაკუთრებული ქონებაა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 1 მილიარდ 64 მილიონი ლარის ღირებულების დასაკუთრებული ქონებაა. დასაკუთრებული ქონების თითქმის 76% კი მხოლოდ 2 ბანკზე მოდის. ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ლიდერი თიბისი ბანკია, რომლის ანგარიშზეც თითქმის 439 მილიონი ლარის დასაკუთრებული ქონებაა. მეორე ადგილზეა საქართველოს ბანკი, დაახლოებით 372 მილიონი ლარის დასაკუთრებული ქონებით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბაზის ბანკი, ქართუ ბანკი და ტერა ბანკი. თუმცა მათ მიერ დასაკუთრებული ქონება პირველ ორ ადგილოსანს, თითქმის ათჯერ ჩამორჩება.