თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა, ხოლო 4 თვეში ხაზინა 7 მლნ ლარით შეივსო - Palitra News

თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა, ხოლო 4 თვეში ხაზინა 7 მლნ ლარით შეივსო

2026-05-21 13:53:19+04:00

თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა, ხოლო 4 თვეში ხაზინა 7 მლნ ლარით შეივსო. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-აპრილში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 7 056 880 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 2 658 925 ლარი. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 4 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 108 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 54 მილიონი ლარი. სხვათა შორის, გასული წლის განმავლობაში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 17,5 მილიონი ლარი შევიდა და მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემით თუ ვიმსჯელებთ, წლის ბოლოს ალბათ ახალი რეკორდული ნიშნული გვექნება.