მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს - დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. მაცხოვრის ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო წირვა მეუფეებთან ერთად საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურება ათ საათზე დაიწყო. საქართველოს პატრიარქმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლი დალოცა. ამაღლება ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებასა და ადამიანებისთვის სიცოცხლის გზის გახსნას უკავშირდება.