თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა - Palitra News

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა

2026-05-21 15:36:55+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. სასამართლო პროცესი 4 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. თავად ბაჩო ახალაია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადასულიყო. მოსამართლე ლელა კალიჩენკოს თქმით, საქმის წინასასამართლო სხდომაზე შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე აქვს ბრალდება წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.