მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ისეთი ევროკავშირი სურს, რომელიც საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდება. ,,თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში, საერთოდ - აცხადებს პრემიერი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუღებელია ისეთი ევროკავშირის მაგალითად წარმოჩენა, სადაც, მისივე შეფასებით, მშვიდობიან მომიტინგეებს ძალის გამოყენებით უსწორდებიან. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ევროპელ ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ ღირებულებების დაცვა მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მმართველი გუნდის ამგვარი რიტორიკა, მიანიშნებს რომ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციაზე ღია და მკაფიო უარს იტყვის... ვინ როგორ აფასებს მთავრობის მეთაურის განცხადებას?!