„ძლიერი საქართველო- ლელომ“ „მოქალაქეების მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი“ შექმნა. ქეთევან თურაზაშვილის თქმით, ცენტრი დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს, ვისაც მათი თქმით, ხელისუფლება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე ყურადღებას არ აქცევს. როგორც თურაზაშვილმა აღნიშნა, ცენტრის საქმიანობა გათვლილი იქნება სხვადასხვა მიმართულებით დაკვალიანებაზე, კონსულტაციის გაწევაზე, დოკუმენტების მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში მოქალაქეების უფლებების დაცვაზე.