ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვა უწყებებთან ერთად, სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვა უწყებებთან ერთად, სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა

2026-05-21 15:46:47+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვა უწყებებთან ერთად, სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა. კორუფციის საქმეზე დაკავებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორი საჯარო მოხელე, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქისგან ქრთამს იღებდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საქმეზე დააკავეს 3 ადამიანი - აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი - ამოღებულია დიდი ოდენობით მედიკამენტები და თანხა.

მესამე საქმეზე დაკავებულია ვირტუალური აქტივების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, რომელიც, გამოძიების ცნობით, კრიპტოვალუტისა და ნაღდი ფულის უკანონო კონვერტაციას ახორციელებდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა და ტექნიკა. უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება.