26 მაისს "ოპოზიციური ალიანსი" რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ შეკრებას აანონსებს - Palitra News

26 მაისს "ოპოზიციური ალიანსი" რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ შეკრებას აანონსებს

2026-05-21 15:45:44+04:00

26 მაისი, 19:00 საათი, უცვლელი ლოკაცია - რუსთაველის გამზირი - ოპოზიციური ალიანსი კამპანიის კულმინაციისთვის ემზადება. სიმბოლურ თარიღზე, დამოუკიდებლობის დღეს, ალიანსის წევრი პარტიები მოქალაქეებს დედაქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მრავალრიცხოვნობა და უცვლელი გზავნილების გაჟღერება - ხელმომწერი პარტიების მიზანია. ამ ფორმით სურთ აჩვენონ ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მათი სურვილი, ახალი არჩევნები და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად ისმის ვარაუდები, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რეალური პერსპექტივა და უახლოეს მომავალში მიღწევადი საკითხია. რას ეყრდნობა ოპოზიციის ვარაუდები?!