დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ - Palitra News

დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ

2026-05-21 15:48:45+04:00

დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ. ღრმად მოხუცებული ვანიშვილი საკუთარ სახლში, სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა. ვალია ვანიშვილი მეუღლესთან ერთად, მავთულხლართებს მიღმა მრავალი წლის განმავლობაში მარტოები ცხოვრობდნენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2011 წელს მავთულხლართების გავლების შემდეგ ვანიშვილებმა საკუთარი სახლი არ მიატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულები აღმოჩნდნენ. დათა ვანიშვილი, 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.