ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, გამდიდრებული ურანი ირანში უნდა დარჩეს - Palitra News

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, გამდიდრებული ურანი ირანში უნდა დარჩეს

2026-05-21 16:29:51+04:00

ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, გამდიდრებული ურანი ირანში უნდა დარჩეს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ხამენეიმ დირექტივა გამოსცა, რომლის თანახმადაც მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა არ უნდა მოხდეს.

„უზენაესი ლიდერის დირექტივა და მმართველი სისტემის კონსენსუსია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგმა ქვეყანა არ უნდა დატოვოს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

წყაროების ცნობით, ირანელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა ირანს აშშ-ისა და ისრაელის მომავალი თავდასხმების წინაშე უფრო დაუცველს გახდის.