კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა

2026-05-21 16:46:48+04:00

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა. „ფორმულას“ ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის დააჯარიმა, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება.

„კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაგალითად, ფრაზების: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“ და სხვ გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია“, - აცხადებენ „ფორმულაში“.