ვლადიმერ პუტინი - ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა

2026-05-21 17:56:08+04:00

ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

კრემლის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე ბირთვულ წვრთნებს თვალი დისტანციურად მიადევნეს.

„დღევანდელი წვრთნების ფარგლებში რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირველ ერთობლივ სწავლებას ვატარებთ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების მართვის საკითხში. როგორც უკვე აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ მსგავსი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება, ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი და განსაკუთრებული ზომაა“, - განაცხადა პუტინმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენენ.

„ჩვენ ბრძოლას არავისთან ვაპირებთ, თუ არავინ შეგვეხება. ჩვენ არავის ვემუქრებით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.