თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით, ყოფილ გენერალურ პროკურორ მურთაზ ზოდელავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ხაბეიშვილის საქმეზე თავდაპირველი ბრალდების ნაწილი გადააკვალიფიცირა. ქრთამის დაპირების მუხლი საბოტაჟის მუხლით შეიცვალა, რაც, გამოძიების შეფასებით, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ხაბეიშვილი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდების ნაწილშიც.
მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედებოდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა. პროკურატურის ვერსიით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხაბეიშვილის ტელეფონის გადამალვა სცადა, რომლის ამოღებაზეც სასამართლოს განჩინება არსებობდა.
განაჩენის გამოცხადებას არც ხაბეიშვილი და არც ზოდელავა არ დასწრებიან. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ოპოზიციაში საუბრობენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ხოლო პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლომ დაადასტურა როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ისე საბოტაჟის ნიშნები.