ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მის გარემოცვაში რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო. სააკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ გარემოცვის წევრმა, 2020 წელს, როცა ის პირველად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას მისი კოორდინატები ძალოვან სტრუქტურებს გადასცა. მეტიც, მესამე პრეზიდენტის თქმით, ამავე ადამიანმა უღალატა მეორედ, უკვე საქართველოში შემოსვლისას, როცა დათქმულ ტერიტორიაზე არ დახვდა. მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი არ დაუსახელებია. ექს პრეზიდენტმა განცხადება სასამართლო სხდომაზე გააკეთა. სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე, სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.