ლევან ცუცქირიძე - კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მაია სანდუსთან - ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად ისეთი მეგობრების მხარდაჭერა, ვისაც ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილებაც აქვს, მნიშვნელოვანი იქნება - Palitra News

ლევან ცუცქირიძე - კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მაია სანდუსთან - ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად ისეთი მეგობრების მხარდაჭერა, ვისაც ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილებაც აქვს, მნიშვნელოვანი იქნება

2026-05-21 21:21:48+04:00

კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა „თავისუფლების მოედანს“ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე , ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, "ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად ისეთი მეგობრების მხარდაჭერა, ვისაც ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილებაც აქვს, მნიშვნელოვანი იქნება და მათ შორის მოლდოვისა და მისი პრეზიდენტის იმედიც უნდა გვქონდეს".

„პრეზიდენტი სანდუს ლიდერობით მოლდოვამ მიიღო რამდენიმე მილიარდიანი მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ახორციელებს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ევროპული ინფრასტრუქტურის განვითარება.

პრეზიდენტმა სანდუმ გაგვიზიარა საკუთარი მხარდაჭერა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ და ისაუბრა იმ საყოველთაო სკეპტიციზმზე, რომლის გადალახვაც მან თავად შეძლო საკუთარ ქვეყანაში.

მოლდოვის და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპულ დემოკრატიულ სივრცეს და ჩვენ არ დავიღლებით, სანამ არ დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას მის კუთვნილ ადგილს ევროპის კონტინენტზე,“ - ლევან ცუცქირიძე