აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

2026-05-22 09:08:22+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Hawk-ის ტიპის სარაკეტო სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო უცხოური სამხედრო გაყიდვა დაამტკიცოს, - ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთანხმების სავარაუდო საერთო ღირებულება 108.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხო ნაბიჯია.

„ეს შესაძლო გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ძალაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაყიდვა „გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს“.