გასულ წელს, შშმ პირთა პანსიონატში 144 ბენეფიციარი იყო მოთავსებული, ხოლო ხანდაზმულთა დაწესებულებებში 126 - Palitra News

გასულ წელს, შშმ პირთა პანსიონატში 144 ბენეფიციარი იყო მოთავსებული, ხოლო ხანდაზმულთა დაწესებულებებში 126

2026-05-22 10:33:20+04:00

გასულ წელს, შშმ პირთა პანსიონატში 144 ბენეფიციარი იყო მოთავსებული, ხოლო ხანდაზმულთა დაწესებულებებში 126.

კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, შშმ დაწესებულებებში ბენეფიციარების გადანაწილება ასეთია:

ძევრის შშმ პირთა პანსიონატი 65 ბენეფიციარი;

ბედიანის შშმ პირთა პანსიონატი 34 ბენეფიციარი;

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში კი 45 ბენეფიციარი;

რაც შეეხება 2025 წლის განმავლობაში ბენეფიციარების რაოდენობას ხანდაზმულთა პანსიონატებში, მათი რაოდენობა შემდეგნაირია:

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი 10;

ქუთაისის ხანდაზმულთა პასნიონატი 98;

წილკნის ხანდაზმულთა პასნიონატი 18.