ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გრძელდება. PACE-ის შეფასებით, ქვეყანაში ამ დროისთვის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქმება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს რეპრესიულად შეფასებული კანონები და შეასრულოს საერთაშორისო რეკომენდაციები. ამავდროულად, ქართული ოცნება ევროპელი ლიდერების ნაწილს, კვლავ ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. როგორ ეხმაურებიან პოლიტიკური მხარეები პასეს მორიგ გზავნილს?!