"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აგზავნის და სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შიშის ფაქტორი ერთადერთია, რომელსაც გამარჯვების გადავადება შეუძლია. როგორც ამბობს, არ აპირებს, სასჯელის გამო ფარხმალი დაყაროს. სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს საიაც. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალწარმოების მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა.