დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად "დაიცავი ილიაუნიმ" სოციალურ ქსელში უწყვეტი ლაივ სტრიმი ჩართო - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად "დაიცავი ილიაუნიმ" სოციალურ ქსელში უწყვეტი ლაივ სტრიმი ჩართო

2026-05-22 12:47:51+04:00

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად "დაიცავი ილიაუნიმ" სოციალურ ქსელში უწყვეტი ლაივ სტრიმი ჩართო. მიზანი 100 000 ლარის შეგროვება იყო, თუმცა ამ დროისთვის, როგორც ცნობილია, მარათონის ფარგლებში 141 000- მდე ლარი შეგროვდა. ორგანიზატორების განცხადებით, 1 ლარის კამპანია გულისხმობს, რომ ყოველმა მსურველმა სიმბოლურად მხოლოდ 1 ლარი ჩარიცხოს.