სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა - Palitra News

სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა

2026-05-22 14:09:31+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.