"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ შეხედულება საქართველოში ირანული გავლენების შესახებ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის აკვიატებაა და მისი განცხადებების შესახებ სერიოზული პოლიტიკური განცხადებები უნდა შეწყდეს. მისი თქმით, ჯო უილსონი სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილია და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციას ფულის სანაცვლოდ ავრცელებს. ჯო უილსონმა ქართული ოცნება ირანის ტეროტისტული რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მისი მორიგო კრიტიკული განცხადების თანახმად, მაშინ როცა ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები აშშ- ის ოვალურ ოფისში ერთად აღმოჩნდნენ, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ირანს და ძირს უთხრის კავკასიაში წარმატებას. რა არგუმენტებით ამყარებს ჯო უილსონი ქართული ოცნების მიერ ირანის მხარდაჭერას და რა პასუხი აქვთ ხელისულფებაში?