მარკ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე მიიწვია - Palitra News

მარკ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე მიიწვია

2026-05-22 18:13:19+04:00

ნატო - ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო - ს სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვის შემდეგ რუტემ

დაადასტურა, რომ მიიწვია ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ლიდერების სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს ანკარაში გაიმართება.

„კი, უკვე მოვიწვიე. ის იქნება იქ, როგორც ჰააგაში იყო [ნატოს ლიდერების გასული წლის სამიტზე]“, - განაცხადა რუტემ.