ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველო კვლავ მისი დღის წესრიგის ნაწილად რჩება, თუმცა მხარდაჭერის გაგრძელებას ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც 9 ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიულ უკუსვლაზე, ასევე იმ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვრცელდება. წერილის მიხედვით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მუდმივ გადახედვას ექვემდებარება, ხოლო გადაწყვეტილებები საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე მიიღება.