დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მოძრაობამ „დაიცავი ილიაუნი“ სოციალურ ქსელში უწყვეტი ლაივ-მარათონი დაიწყო. თავდაპირველი მიზანი 100 000 ლარის შეგროვება იყო, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, „1 ლარის კამპანია“ გულისხმობს, რომ თითოეულმა მსურველმა სიმბოლურად სულ მცირე 1 ლარი გადარიცხოს. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინიციატივის ავტორებს მადლობას უხდიან. ამავდროულად, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სტაციონარული პროგრამა ამოქმედდა. მშობლების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მათი ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტის შედეგია.