განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო. უწყებამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა და გამოძიების დეტალებზეც ისაუბრა.