18 ევროპარლამენტარი ევროკავშირს ტელეკომპანია „იმედის“ საქმიანობის შეფასებისკენ მოუწოდებს. მათი მიმართვის მიხედვით, განსაკუთრებული შეშფოთება არხის სარედაქციო ხაზს უკავშირდება, სადაც ევროკავშირი ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხედაა წარმოჩენილი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უცხოურ გავლენებთან ასოცირდება. ამ ფონზე, ხელისუფლებას ეკითხებიან, ელოდება თუ არა ევროკავშირის მხრიდან ბრიტანული სანქციების გაზიარებას. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილგანწყობილი გარემო არსებობს და მსგავსი განცხადებები მისთვის მოულოდნელი არაა.