რა არგუმენტებით ცდილობს ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ ირანთან კავშირის დამტკიცებას და როგორ პასუხობს ამ ბრალდებებს ხელისუფლება - Palitra News

რა არგუმენტებით ცდილობს ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ ირანთან კავშირის დამტკიცებას და როგორ პასუხობს ამ ბრალდებებს ხელისუფლება

2026-05-22 21:34:26+04:00

„ქართული ოცნება“ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებებს უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ირანული გავლენების შესახებ მისი შეფასებები რეალობას აცდენილია და სხვადასხვა ლობისტურ ინტერესს უკავშირდება.

ჯო უილსონი ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ვაშინგტონში, ოვალურ ოფისში ერთობლივ ფორმატში აღმოჩნდნენ, საქართველოს ხელისუფლება ირანის მხარდაჭერით რეგიონულ პროცესებს აზიანებს და კავკასიაში დასავლურ ინტერესებს ასუსტებს.