საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან პროკურატურა მიიჩნევს, რომ მას შესაძლოა, გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდეს.
დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, ხოლო ადვოკატი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.
პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.