ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, შანსის პროვინციაში მდებარე „ლიუშენიუს“ მაღაროში გაზის აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, რა დროსაც მაღაროში 247 მუშა იმყოფებოდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაშავებულების დასახმარებლად და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ძალისხმევა არ დაიშურონ.
ასევე, სი ძინპინმა ავარიის მიზეზის საფუძვლიანად გამოძიების ბრძანება გასცა.
Xinhua-ს ინფორმაციით, მაღაროს მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელები დაკავებულები არიან.