პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის (AEAJ) გენერალური ასამბლეის მიერ, ასოციაციის წევრად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა იქნა არჩეული.
ხუჭუა შეუერთდება დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფს.
ღონისძიება გაიმართა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE-ODIHR) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამართლის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მოსამართლეები.
ევროპელმა მოსამართლეებმა ვლადიმერ ხუჭუას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, აღნიშნული მისთვის „დიდი პატივთან ერთად გარკვეული პასუხისმგებლობაა" და საერთაშორისო ფორმატების საშუალებით, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის.