განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. მისი უფლებადამცველის ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. ოპოზიციაში ახობაძის დაკავებას შიდა კლანური დაპირისპირების გაგრძელებად აფასებენ. მათი შეფასებით, უკვე წლებია რაც ქვეყანაში ელიტური კორუფცია მძვინვარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.