„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 000 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის გამომცემლობები და უნივერსიტეტები. მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება.
შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს მოხმარდება.