ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მზადებას განაგრძობს. ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ 26 მაისს რამდენიმე ფუნდამენტური დატვირთვა აქვს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები ამ იდეების გარშემო კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და აქციას შეუერდნენ. ალიანსის გარეთ მყოფი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 26 მაისი სახალხო დღესასწაულია და არ შეიძლბა ამ დღის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ქართული ოცნების წევრების განცხადებით კი, ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.