ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოპოზიციური ალიანსის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. წერილში საუბარია ქვეყანაში გაუარესებულ დემოკრატიულ ვითარებაზე. ამასთან, ევროკავშირი ადასტურებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ეს წერილი მკაფიოდ პასუხობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მიუთითებს მმართველი გუნდის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგებზე.