"ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ცნობით, ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად ქობულეთის სოფელ დაგვაში იმყოფებოდა, სადაც უნიკალური ბერძნული სტილის არქიტექტურული ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი პრაქტიკულად განადგურებულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. მისი თქმით, მსგავსი ისტორიული და კულტურული ობიექტების მიტოვება არა მხოლოდ მემკვიდრეობის დაკარგვას, არამედ ქობულეთის ტურისტული პოტენციალის სერიოზულ შემცირებას ნიშნავს. იმავე დღეს ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად სამეგრელოშიც ჩავიდა, სოფელ დიდინეძში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შეხვდა. კუპრაძის განცხადებით, რეგიონებში არსებული პრობლემები სისტემურია და საჭიროებს სწრაფ, ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას რეალური განვითარების შესაძლებლობა მიეცეს