სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას. ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან