რუსი რეჟისორი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა. ანა ტიცის ამ დრომდე ეძებენ მაშველები, მაგრამ მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ანა ტიცი ცხინვალის რეგიონში ფილმის გადასაღებად იყო ჩასული, ის უკრაინის წინააღმდეგ ოსი მებრძოლების შესახებ ამზადებდა ნამუშევარს. გავრცელებული ინფრომაციით, მასთან ერთად მდინარეში გადავარდა მისი კოლეგაც, მაგრამ მისი მდინარიდან ამოყვან ამოხერხდა. მედიაში წერენ, რომ ორივე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.