ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა - Palitra News

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

2026-05-23 12:54:28+04:00

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

წარმომადგენლობაში ასევე განმარტეს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა არ მიუღია.

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ელჩის 4-წლიანი მანდატი 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა, ის ქვეყანაში თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის სექტემბერში შეუდგა.