მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა - Palitra News

მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა

2026-05-23 12:56:06+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ინდოეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რუბიო კოლკატას, ნიუ-დელის, აგრასა და ჯაიპურს ეწვევა.

რუბიო დღეს ნიუ-დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ინდოეთში დაგეგმილ შეხვედრებზე მარკო რუბიო ვაჭრობის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.