დონალდ ტრამპი - გამარჯობა, გრენლანდია - Palitra News

დონალდ ტრამპი - გამარჯობა, გრენლანდია

2026-05-23 13:34:36+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „გამარჯობა, გრენლანდია“.

დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის დასახლებას მთებიდან გადაჰყურებს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრს, იენს-ფრედერიკ ნილსენს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მუტე ეგედეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კუნძულთან დაკავშირებით „ამერიკელების საწყისი პოზიცია არ შეცვლილა“.

ჯეფ ლენდრიმ ხუთშაბათს ქალაქ ნუუკში აშშ-ის ახალი საკონსულო გახსნა. ადგილობრივებმა შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ხოლო გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა არ მიიღო.