ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თბილისის მერია 26 მაისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობის უფლებას არ აძლევს - Palitra News

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თბილისის მერია 26 მაისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობის უფლებას არ აძლევს

2026-05-23 14:31:41+04:00

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე არც პარლამენტთან და ქუჩის სავალ ნაწილზე კონსტრუქციების და სცენების მოწყობის საშუალება არ ექნებათ.

როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, აღნიშნულის შესახებ მის კითხვაზე პასუხი თბილისის მერიიდან მიიღო.

„წუხელ მეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. დაწვრილებით, თუ გაინტერესებთ შეშინებული ქოცების ეს უკანონო აბსურდი, ქვემოთ ნახეთ. მოკლე შინაარსი ასეთია:

არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე.

ანუ, არაფერი და არსად არ შეიძლებაო.

მიზეზი: სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება“- წერს გვარამია „ფეისბუქზე“ და აქვეყნებს თბილისის მერიის წერილობით პასუხს.