პროკურატურა - ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

პროკურატურა - ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს

2026-05-23 14:55:36+04:00

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, - აღნიშნავს პროკურატურა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს "გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო" და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

"მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - დასძენს სახელწემწიფო უსაფრთხოების სამსახური.