დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ,,დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონი გრძელდება - Palitra News

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ,,დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონი გრძელდება

2026-05-23 15:27:55+04:00

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ,,დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონში მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. მშობლების განცხადებით, აქამდე ეს ბრძოლა იყო ბავშვს, მშობელსა და დაავადებას შორის, ამჟამად კი პროცესში ნახევარი საქართველოა ჩართული, რაც მათთვის უდიდესი მხარდაჭერაა. მშობლები ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვები გრძნობენ საზოგადოების გვერდში დგომას და სიძლიერეს, რაც უდიდესი მოტივაციის წყაროა. მათი თქმით, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, ვიდრე სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. ,,დაიცავი ილიაუნი" ლაივ მარათონი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თანხა ყოველწუთში იზრდება. მარათონს უერთდება სხვადასხვა კომპანია და დაწესებულებებიც.